პრემიერი – როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება განცხადება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია, სპეკულაციაა

როდესაც სგან ასეთი განცხადებები კეთდება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა , – ასე აფასებს პრემიერი, პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”.
მისივე თქმით, პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით “სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს“.
„ყველას ძალიან კარგად მოეხსენება რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმების , როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. ანაკლიის სპორტის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად ამის შესრულებას გაგვიიოლებს. ასეთ დროს როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განცხადება კეთდება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, უბრალოდ არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია, სპეკულაციაა”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”