პრემიერი – როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა – რაც შეეხება სანქციებს, ასეთი ტონი კონტრპროდუქტიულია, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად

როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა – რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს – ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ამ ურთიერთობების გადახედვა. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში,“ – აღნიშნა მ.
კითხვაზე, „მეგობარი აქტი“ იყო თუ არა ნაბიჯი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს სინამდვილეში არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი“, რადგან აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირი ფორმით შანტაჟს შეიცავს.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე სამართლიან, პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს ელოდება.
„სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა „მეგობარი აქტი“, არამედ ეს არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი“. ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს პირდაპირი ფორმით შანტაჟს. თქვენ ეტყობა არ წაგიკითხავთ. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი“ და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.
ჩვენ ველოდებით სამართლიან, პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს. რაც შეეხება სანქციებს – სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან სანქციებთან დაკავშირებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა“.
„რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს – ეს არის კონტრპროდუქტიული. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ 2004-212 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, როდესაც ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მედიების პირდაპირ მიტაცება ხდებოდა, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიანმა განაცხადა, რომ სანქციების სფეროში ვარიანტებს აქტიურად განიხილავენ.
„აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში, უკან დაბრუნების გზა არსებობს – ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და მმართველმა პარტიამ კურსი შეცვალა, იმედი მაქვს, ამას კვლავ ვნახავთ,“ – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ