პრემიერი – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება – საავადმყოფო ფუნქციონირებას უახლოესი წლების განმავლობაში ისევ გააგრძელებს – შევიმუშავებთ ალტერნატიულ პროექტს

მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდეს ახალი სამედიცინო დაწესებულება, საავადმყოფოს წინა ტერიტორია კი საინვესტიციოდ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოიყენონ.
„უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.
ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარეებს პროცესისადმი რაციონალური მიდგომა ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ