პრემიერი – რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის – საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე

რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, „აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ“.
„მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს თვისებრივი გამოწვევა. სიმშვიდეს და მშვიდობას შევინარჩუნებთ, ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში ჯერ სიმშვიდე დაირღვეს და შემდეგ მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას არავის მივცემთ. რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე. „ახალგაზრდების პროტესტი“ არის თქვენი ბრენდირება იმ ყველაფრის, რასაც ერქვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული აქციები.
ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ. ყველამ დაინახა, ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რევოლუციის მოწყობა აქ შეუძლებელია. ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არასდროს დაიხევს, როცა ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ეს 2 თვე იყო მნიშვნელოვანი ამ აღქმის ჩამოსაყალიბებლად“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”