პრემიერი – რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა – თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, ამისთვის მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ჩინეთის, ინდოეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან იქნება ინტერესი, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს დააკვირდნენ, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა. ამის შესახებ პრემიერმა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განმარტა, საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იქნება ყველა ხარვეზი დაზღვეული.
„რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ჩვენთვის ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა. თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ, ამისთვის მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით“,-განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში მოწვევა გაიგზავნა.
„ეს არის ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. ისინი გრძელვადიანი მისიით ჩამოვლენ. ასევე, მოწვევა გაგზავნილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იქნება სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. შესაბამისად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის. რაც შეხება დამკვირვებელთა მიუკერძოებლობას, ეს არის მინიმალური სტანდარტი. ამ კუთხით გახსოვთ, რომ როცა კითხვები გვქონდა კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ჩვენი შფოთვები გამართლდა. თავის დროზე კითხვები იყო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. სადაც შეკითხვების არსებობის ობიექტური მიზეზები გვქონდა, სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვები ყველგან გამართლდა. იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება უზრუნველყოფილი იქნება. არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მაინც არის საზოგადოება. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტო კანონმდებლობის პირობებში. დაინერგება საარჩევნო ისტორიის მანძილზე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი. აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იქნება ყველა ხარვეზი დაზღვეული. დანარჩენი, ყველას შეუძლია დააკვირდეს საარჩევნო პროცესს“,-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება