პრემიერი – პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, შეიწყალა.
„პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ ს განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, – განაცხადა ირაკლი მ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ, თუმცა მან ზუსტად არ იცის, ვინ ესწრებოდა პოლიციის დღეს და ვინ არა.
„რაც შეეხებათ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ჩემი ინფორმაციით, თითოეული მათგანი დღეს ღონისძიებაზე მოწვეული იყო. მე არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიციის მიმართ უპატივცემულობას არავინ გამოხატავდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ