პრემიერი – პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ და ყველას ვუთხრათ, რომ არის ღირებულებები, რაც არაფერში იცვლება – თუ ევროპულ ბიუროკრატიას ამას წინასწარ დავანახებთ, საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა მეტად გაგვიმარტივდება

პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ და ყველას ვუთხრათ, რომ არის ღირებულებები, რაც არაფერში იცვლება – თუ ევროპულ ბიუროკრატიას ამას წინასწარ დავანახებთ, საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა მეტად გაგვიმარტივდება, – ასე უპასუხა პრემიერ – მინისტრმა ში LGBTQI თემის უფლებების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც მ აღნიშნა, „ეს არის სრულიად არაჯანსაღი ულტიმატუმი“.
„ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ თუ დღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს დავთმობთ, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის შესაძლებლობას და ასე შემდე. მომავალში ასეთი რამ შეიძლება მოითხოვონ.
ის, რაც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ხვალ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ შეიძლება ასეთი მოთხოვნებიც კი დაგვიყენონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან, თუმცა ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.
დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ შეუძლიათ. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას”,- დაწერა მან.