პრემიერი – პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული.
„2012 წლისთვის ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული ს და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც მთლიანად ხელისუფლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია. დიდი მადლობა სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. ეს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის სამეზობლო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, „არაჩვეულებრივი და კეთილმეზობლური“ ურთიერთობები აქვს.
„რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. პოლიტიკური კუთხით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები.
ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ქვეყანაში და ეს იქება ჩვენი მიდგომა მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით