პრემიერი – პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი, თითქოს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, კიდევ უფრო მეტად არასერიოზული.
მ ამით ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, უღირს თუ არა ხელისუფლებას, რომ სასწორზე დადოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
„ორი დღის წინ თქვენი ტელევიზიიდან თქვენმა კოლეგამ აღნიშნა, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა, ასევე, არასერიოზული თემაა. მან თქვა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს ს ინტერესებში იქნება. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ს ინტერესებში შედის. ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხ ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული. ამიტომ, მგონი სჯობს, რომ სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ“,-განაცხადა პრემიერმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით