პრემიერი – ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში, ჯამურად, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა – ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა.
„ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახდა „ელექტროსისტემასა“ და „საქრუსენერგოში“, ამ საწარმოებში ყველაზე მეტი თანხა დაიზოგა წლიურ ჭრილში. ჩვენ საკადრო გადაადგილებების, ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად, ოპტიმიზაციაში იგულისხმება როგორც საკადრო, ისე ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაცია, ყველა სახელმწიფო საწარმოში ერთად, წლის ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ-იან ეკონომიას. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო