პრემიერი ოკუპირებულ რაიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე – როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება

როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ რაიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული.
„სადაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ინტერესების დაცვა, როგორც ეს ტრადიციულად ხდება. იცით, რომ ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს ქმედითი ფორმით. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება“,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო