პრემიერი – ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს

ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის რუსულია, „ცრუპენტელაა“, “რადგან რუსულ კანონში არის 10 რეპრესიული საკითხი, რომელიც ქართულ კანონში არარის”.
„2020 წელს ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს სინამდვილეში “ენჯეოების” მიერ გამოტანილ დასკვნებს ეფუძნებოდა რადგან უცხოური ქვეყნების დაფინანსებით პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა. ეს კანონი რომ მიიღება, მოსახლეობა გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგებიო.
ვინც ამბობს იმას, რომ ეს კანონი რუსულია, არა მხოლოდ იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. რუსულ კანონში არის 10 საკითხი, რომელიც მას რეპრესიულად აქცევს და აქედან არცერთი პუნქტი არ არის ქართულ კანონში. ლოგიკა ხომ გაქვთ? ჩვენი მიზანი თავისუფალი ხმის ჩახშობა რომ იყოს, რუსულ კანონს გადმოვწერდით.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს. გამჭვირვალობა არავის აწყობს, არავის უნდა, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ თქვას უარი, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საქართველო ევროპას უფრო სწრაფად დაუახლოვდეს.
„რა გვეტყობა? ეს კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”