პრემიერი – მოდით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავუტოვოთ მიხეილ ყაველაშვილს – ჩვენი ერთადერთი ინტერესია განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა და შედგეს ჯანსაღი პარტნიორობა საქართველო-აშშ-ს შორის

მოდით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავუტოვოთ მიხეილ ყაველაშვილს. განა ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის ვიზიტს, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კომენტარები ამ ვიზიტთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც -ში ვიზიტსა და იქ დაგეგმილ შეხვედრებს შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი ინტერესია განახლდეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა.
„ჩვენთვის მთავარია გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით. ვისთან აქვს მიხეილ ყაველაშვილს შეხვედრები, ამასთან დაკავშირებით, თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ, როცა დაბრუნდება საქართველოში. ჩვენს ინტერესს რაც შეეხება, ჩვენი ერთადერთი ინტერესია განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა და შედგეს ჯანსაღი პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ მის შეხვედრებთან დაკავშირებით, როდესაც დაბრუნდება საქართველოში. მოდით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავუტოვოთ მიხეილ ყაველაშვილს. განა ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის ვიზიტს, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კომენტარები ამ ვიზიტთან დაკავშირებით“,- განაცხადა მ.
ამასთან, მან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც „დიფ სთეითი“ დამარცხდება.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, გაგრძელდება სირთულეები. თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ „დიფ სთეითთან“ გვიჭირს ურთიერთობების დალაგება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.