პრემიერი – მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში: საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ – უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში

მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, სა და ცხინვალის რეგიონებში: საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ – ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით. მისი თქმით, უნდა “აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი”.
პრემიერის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში”.

ასევე დაგაინტერესებთ