პრემიერი – მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისივე განმარტებით, ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას უზრუნველყოფს ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას.
„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ ამ თვალსაზრისით, ევროპულ მაჩვენებელს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი მ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე