პრემიერი – მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისივე განმარტებით, ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას უზრუნველყოფს ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას.
„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ ამ თვალსაზრისით, ევროპულ მაჩვენებელს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას“, – განაცხადა მ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო