დავოსში დაკარგული შანსები. მსოფლიო ლიდერების უდიდეს თავყრილობაზე, სადაც მსოფლიოს მომავალ ბედსა და კრემლთან მიმდინარე დაპირისპირებაზე მსჯელობდენ, საქართველოს პრემიერმინისტრმა არაადეკვატურობის ახალი მწვერვალი დაიპყრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოს ჰაერში ტყვიის შემცველობისა და ჩინეთთან შუა დერეფნის პერსპექტივებზე ისაუბრა. დავოსში, სადაც ენტონი ბკლინკენი, იანს სტოლტენბერგი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ლიდერები პარტნიორობისა და საერთო ბრძოლის გეგმებს სახავდნენ საქართველოს მონაწილეობა ამ პროცესებში ნულოვან დონეზე იყო.
ღარიბაშვილი ორი დღის განმავლობაში არ შეხვედრია არცერთ მსოფლიო ლიდერს და არ ჩართულა არცერთ საუბარში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შესახებ – საქართველოს პრემიერმა არც ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შანსი გამოიყენა.
