“პრემიერი მატყუარაა! კორუფცია მათ მხარესაა, მთავრობა ჯიბეებში ფულს უყურებს” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

პასუხი ს და “ქართულ ოცნებას” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ივანიშვილის რეჟიმს კორუფციაში ამხელს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი თედ ჯონასი ამბობს, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტს იბარებს სანქცირებულია, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ არცერთი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა
პრემიერი ტყუის, ის მატყუარაა. როცა კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს. მათ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პოილიტიკური საქმე შექმნეს, რომელ კორუფციაზე საუბრობს? კორუფცია მათ მხარესაა. მათ აირჩიეს კორუმპირებული ჩინური კომპანია. მთავრობისთვის, რომელშიც საკუთარ ჯიბეებში ფულს უყურებს, ასეთი კომპანია იდეალური პარტნიორია. ეს კომპანია სანქცირებულია! ეს ნიშნავს, რომ არანაირი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა – ეს იქნება რკინის კედელი. როგორც კი კომპანია, ბანკი, ინვესტორი დაინახავს სანქცირებულების სიაში ჩინურ კომპანიას, არ დაიჭერს საქმეს ასეთ პროექტთან.
ბლოკავდა ანაკლიის პროექტს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ის ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან და მუდმივად ჰქონდათ პარანოია, რომ ეს იქნებოდა ნატოს სამხედრო ბაზა. უკრაინის ომმა შეცვალა პოლიტიკა, მას შემდეგ რაც ნოვოროსისკის პორტი გაჩერდა. რუსეთმა ამის შემდეგ აანთო მწვანე შუქი, პარალელურად ის უფრო მეტად დაუახლოვდა ჩინეთს და მოეწონა იდეა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მის მოკავშირე ჩინეთს განეხორციელებინა. აღარ იქნებოდა აქ ჩართული დასავლური ინვესტიცია და რუსეთიც შეძლებდა ანაკლიის გამოყენებას მისი ინტერესებისთვის. რუსეთმა უთხრა ივანიშვილის ხელისუფლებას, გვაჩვენე რომ აქ არ იქნება დასავლური ინვესტიცია, არა ევროკავშირი, არა ამერიკა.
“ქართულმა ოცნებამ” სრულად გაანადგურა მისი ურთიერთობა დასაველთთან რუსული კანონის მიღების ფონზე და მომდევნო დღეს განაცხადა ჩინური კონსორციუმის ანაკლიაში შემოსვლის შესახებ. ეს ვერ იქნება დამთხვევა. რატომ მხოლოდ ჩინური კომპანია? არცერთი დასავლელი გამოცდილი ინვესტორი არ დაიჭერს საქმეს მთავრობასთან, რომელიც არასანდო პარტნიორია. მეორე საკითხია, ჩვენი საქმე, რომელიც ისევ არბიტრაჟშია. თუ გავიმარჯვებთ, საქართველოს მთავრობას მოუწევს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა”.
ირაკლი სპეკულაციებს უწოდებს განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა. ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმის სახელი ამერიკულ სანქციებს არ უკავშირდება.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ