პრემიერი – მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია – კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას იმპიჩმენტის წესით უნდა ტოვებდეს

ჩვენ საპარლამენტო მმართველობის სისტემა გვაქვს, შესაბამისად, მადლობა ღმერთს სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია – შესაბამისად, იმპიჩმენტს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას იმპიჩმენტის წესით უნდა ტოვებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს დეკემბრის ბოლოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადა გასდის, თუმცა იმპიჩმენტის საფუძველზე მას ერთი თვით ადრე თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდება.
„რეალურად, იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა, დაახლოებით დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ერთი თვით ადრე, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. იმპიჩმენტი ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში განხორციელდება. მას დეკემბრის ბოლოს ისედაც გასდიოდა ვადა, შესაბამისად, ერთი თვით იკვეცება მხოლოდ იმპიჩმენტის საფუძველზე მისი უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა პრაქტიკული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას და თავისი სახელი უნდა დაერქვას. იმპიჩმენტით მას თავისი სახელი დაერქმევა, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ჯერჯერობით უმრავლესობაში არ განუხილავთ, მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვინდოდა პრეზიდენტის თანამდებობა გვექცია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ნაწილად, შეგნებულად დისკუსიაც კი არ გვქონია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საპარლამენტო , მაშინვე გუნდში დისკურსია შედგება და საზოგადოებას წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატს“, – განაცხადა კობაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ, ს თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება. იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.
დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ