პრემიერი – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. იგივე კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია იგივე ში, მოლდოვაში, სხვა ქვეყნებზე აღარ ვისაუბრებ. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით – ეს ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს