პრემიერი კონგრესში გამართულ მოსმენაზე – თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ – რამაც საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა

ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ – ამ ყველაფერმა საბოლოოდ, საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან“.
„თავის დროზე ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა. დღეს ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში იმისათვის, რომ რამენაირად დააზარალონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატია. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ