პრემიერი – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები – 100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა – რადიკალური ოპოზიცია აქამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდა, ასეთ შეკრებებს არ მართავდა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად, ზეპარტიული უნდა იყოს. შესაბამისად მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფაა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა, საბედნიეროდ, მას არანაირი რესურსი არ აქვს რაიმე ცვლილება შეიტანოს ს შედეგებში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , 20 ოქტომბერს ჩატარებულ აქცია/მსვლელობს, სახელწოდებით „მე ვირჩევ ევროპასა“ და აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის, ს სიტყვით მიმართვას.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები 1 კვირით ადრე დაასრულეს და მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში ოპოზიციური პარტიები არათუ გაიმარჯვებენ, არამედ „ღირსეულ შედეგსაც“ ვერ მიაღწევენ.
„თქვენ ნახეთ, რომ რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები, 100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა. ყველაფერი ვნახე. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდნენ, არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება იყო. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია ისე დასვა, რომ წარმოაჩინო, თითქოს იქ 15 000 კაცია შეკრებილი.
თქვენ ყველამ ნახეთ ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობის მოსახლეობა გვყავდა შეკრებილი ერთ რეგიონში, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი „ენჯეოებით“ შეკრიბა თბილისში.
თქვენ ყველა დარწმუნდებით თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა. რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ჩავარდნილი აქციით 1 კვირით ადრე დაასრულა [არჩევნები].
გუშინ საგულდაგულოდ გადამალეს ყველა პარტია და „ენჯეო“ და მაინც ვერ მოიყვანეს [ხალხი], არცერთი სიტყვით გამომსვლელი არ ჰყოლიათ, საგულდაგულოდ გადამალეს ყველა და მაინც ვერ დააკავეს აქციაზე ხალხი. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ სრულად დისკრედიტებულია ყველა ოპოზიციური პარტია, ოთხივე რადიკალური ოპოზიციური პარტია საზოგადოების თვალში. არავითარი შანსი მათ არ აქვთ, არათუ ერთად არჩევნებში გამარჯვების, არამედ იმის შანსიც არ აქვთ, რომ ღირსეულ შედეგს მიაღწიონ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა