პრემიერი კობახიძე ბაქოში დაესწრება COP29-ს, გაეროს კლიმატის კონფერენციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 11-13 ნოემბერს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, COP29-ში სთან ერთად დელეგაციაში იქნებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი უმასპინძლებენ.
აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP29-მდე თვეზე სულ ოდნავ მეტია დარჩენილი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კი ერთმანეთის მიყოლებით ეჭვქვეშ აყენებენ ამ გადაწყვეტილების სისწორეს.