პრემიერი იყო იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება — ვოლსკი აშხაბადის ფორუმზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშხაბადის ფორუმის შესახებ ამბობს, რომ ირაკლი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე იგეგმება.
საუბარია აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ეძღვნება „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს“ (2025), ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს“.
კობახიძის გარდა, ფორუმში მონაწილეობენ ს, ირანის, ერაყის, თურქეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ს, უზბეკეთის, სან-ტომესა და პრინსიპის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები; და აზერბაიჯანის, მიანმარის, ს და ესვატინის სამეფოს პრემიერ-მინისტრები.
„აშხაბადის შეხვედრა არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენთვის. თუკი ვამბობთ ოკუპაციას, რა საკვირველია, ყველამ იცის, ვინ არის ოკუპანტი. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან. თავის მართლება აქ არაფერი საჭირო არაა, ზუსტად იქ იყო პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება. თუკი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს; თუკი პრეტენზიები გვაქვს თურქმენეთთან, ან მართვის სტილთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ამის მაგალითებს ვხედავთ; თუკი ჩვენ ჩინეთთან ვთანამშრომლობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის კრიტიკას ავყვეთ, როდესაც თავად ჩადიან ჩინეთში და უშველებელ ხელშეკრულებებს დებენ“, — განაცხადა ვოლსკიმ.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ თქვა, რომ ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. ვოლსკის თქმით, როცა საუბარია ოკუპაციაზე, რუსეთის ხსენების გარეშეც ყველამ იცის, ვინაა ოკუპანტი.
„თუ თქვენ გინდათ, რომ მაინცდამაინც შეხვედრაზე, სადაც არის უშველებელ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს და იგივე იძახოს, რასაც ზოგიერთი „აკაცუკი“ ქუჩაში იძახის, ასეთი რამეები არ ხდება. ამ დონის შეხვედრებზე ასეთი რამე არ ხდება. თუკი თქვენ გგონიათ შეხვედრების გარეშე, ამ ფორუმების გარეშე საქართველოს შეიძლება რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში, არათუ ძალიან ცდებით, არამედ ვფიქრობ, მაინც პროპაგანდისტული ინტერესები გაგაჩნიათ და მეტი არაფერი“, — განაცხადა ვოლსკიმ.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/793934/