პრემიერი ირაკლი კობახიძე დიდთოვლობის გამო, საგანგებოდ შექმნილ სამთავრობო შტაბში იმყოფება, სადაც რეგიონებში არსებულ ინფორმაციებს ეცნობა

პრემიერი ირაკლი დიდთოვლობის გამო, საგანგებოდ შექმნილ სამთავრობო შტაბში იმყოფება, სადაც რეგიონებში არსებულ ინფორმაციებს ეცნობა.
“დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოვისმინე და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განვიხილე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე მუშაობდნენ – უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.
აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დავავალე.”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მიშა მეუბნება, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა, თქვი, რომ სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, “დუბინკა” და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო – სტუდენტი ვარ 19 თუ 20 წლის, გავგიჟდი კინაღამ, ასეთი რამ როგორ მოგაფიქრდა ან როგორ მაკადრეთ, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი?

ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში – დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება

სოზარ სუბარი 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: მიტინგებზე იმდენად ხშირი იყო ადამიანების ცემა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ გამოდიოდნენ სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, ამის მიუხედავად, უსასტიკესად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვახუშტი მენაბდეს