პრემიერი – თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა

თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა, – ეს განცხადება მედიასთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხდა -ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და თითოეულ პოლიციელს. კობახიძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ “მაიდნის” მორიგ მცდელობას პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა.
„თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების და რაც მთავარია, ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!