პრემიერი – ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის 7 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სთან და კომპანია „ანაგის” გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
მ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და პროექტი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.
„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ის პროექტი, რომელიც დღეს იწყება”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება – ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი” განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად