პრემიერი: „ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა“

მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (მესამე წარდგენა) პროექტი განიხილეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ვერსიისგან განსხვავებით, საბოლოო ვარიანტში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარით იზრდება.
აქედან 130 მილიონი ლარი, ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში პროექტების განხორციელებას მოხმარდება, 15 მილიონი კი — გურიაში სტიქიით დაზარალებულებს.
„არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. დამატებით 15 მილიონს სტიქიით დაზარალებულებისთვის გამოვყოფთ 2024 წელს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად, 5%-იანი ზრდის გათვალისწინებით. ბიუჯეტის დეფიციტი გათვალისწინებულია 2,5% ლარი, მთავრობის ვალი მშპ-ის 38% იქნება. 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ