პრემიერი – ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია და ჩამოსულიყვნენ – შეიძლება თავის ატკიება აღარ სურდა ეუთო/ოდირს და მათ პოზიციას გაგებით ვეკიდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ეუთო/ოდირს მისია დაეკომპლექტებინა.
კობახიძის თქმით, შესაძლოა სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩამოსვლას თავი აარიდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისინი ეუთო/ოდირში მოწვევის გაგზავნამდე რეგისტრაციის ვადების ამოწურვას ელოდნენ.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირს ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება, რეალურად. მარტივად, ერთ თვეში შეეძლოთ ამის გაკეთება. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა, მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის – თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება აღარ სურდა ეუთო/ოდირს და ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო