პრემიერი ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე – ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში – ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები

ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ყველას მოუწოდებს, საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები დაიცვან.
„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აკვირდება მოვლენების განვითარებას როგორც -ში, ასევე ევროკავშირში. მისივე თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, „თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით“.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს