პრემიერი – დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.
„ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები სთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როცა ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება,”- აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“