პრემიერი – დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, პაველ ჰერჩინსკის აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში.
„პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს, როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა, ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ