პრემიერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებაზე – საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
„საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს