პრემიერი – გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი – დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს

ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება.
„რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც აქანდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი. მე დარწმუნებული ვარ , რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს