პრემიერი – „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან – ეს აღიარებაა, რომ უსამშობლოები არიან

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ „ისინი უსამშობლოები არიან“.
„ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა – დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მ.
გარდა ამისა, ირაკლი მ უპასუხა კითხვას „სამართლიანი ს“ (ISFED) მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნის თაობაზე.
კობახიძის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურას კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს, რათა „ყველაფერი ნათელი გახდეს“.
„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა