პრემიერი – ბრიტანეთის ელჩის განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები

პრემიერი – ბრიტანეთის ელჩის განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები
სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ამ კონტექსტში, მე მახსენდება ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ Deep State-მა არსებითი გავლენა მოიპოვა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი აიხსნას. სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა გავიხსენოთ ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ Deep State-მა სუვერენიტეტი დააკარგვინა ბრიტანეთის ხელისუფლებას. ელჩის ასეთი განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. საუბარია დიდ ბრიტანეთზე და ინგლისზე, რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, როგორც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის აკვანი.
ასეთ პირობებში, პირდაპირ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოს ელჩი ამ ძირეულ პრინციპებს. რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ასე არ მოიქცეოდა. ასეთი განცხადებების კეთებას, ბრიტანეთის ელჩს ურჩევნია ბოდიში მოიხადოს იმ სიყალბით გაჯერებულ სიუჟეტზე, რომელიც ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს