პრემიერი – ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება

დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო -საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ს პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ“ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით.
„დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს სთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. ამდენად, დიდად ვართ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ