პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა

ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გააკეთა.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას”.
კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება, “საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას სჭირდება“.
“ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს. ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია. ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც ოპოზიციის რიგებიდან იგივეს აკეთებენ.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად, გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, – განაცხადა მ მთავრობის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”