პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა

ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მ გააკეთა.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას”.
მ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება, “საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას სჭირდება“.
“ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს. ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია. ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც ოპოზიციის რიგებიდან იგივეს აკეთებენ.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად, გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა