პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს დათქმით… – ოცნების პასუხი აშშ–ის ელჩს

აშშ-ის ელჩის დღევანდელ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. ილია დარჩიაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ -ში პრემიერი მიიწვიეს იმ დათქმით, რომ პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
“დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა.” ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის საელჩომ დღეს ელჩის, ს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად ჩასულიყვნენ შტატებში.

ასევე დაგაინტერესებთ