პრემიერი – ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს – საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობის სასარგებლოდ

ეს არის უკიდურესად პრინციპული . რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთზე პრინციპული იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ.
„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა მუდმივი რისკის ქვეშ არის იმ პირობებში,როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივად გაჯანსაღება და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისთვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის’ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა”, -განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, უშვებს თუ არა “ქართული ოცნება” იმას, რომ არჩევნებში შესაძლოა, დამარცხდეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ “წაგებაზე უნდა იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 8 არჩევნები წააგეს”.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
„ჩვენ 60% გვაქვს რეიტინგი, ჩვენი ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 8 არჩევნები წააგეს და მეცხრედაც აუცილებლად დამარცხდებიან“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს