პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიაში თარჯიმანიც კი ნაცი დახვდა – “ნაცია, ბოროტად გააყალბა”

პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა, რომ გერმანიაში, თარჯიმანიც კი ნაცი დახვდა, რომ კანცლერს არ აქვს ოცნების კანონპროექტზე სწორი ინფორმაცია და ა.შ, და ა.შ, მ გერმანიაში ვიზიტი დაიწყო ბრალდებებით და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს სახელით და მანდატით, ასევე ბრალდებების რეჟიმით დაასრულებს ამ შეხვედრას.
ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები”, ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები – „აგენტების კანონი”, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,”- ამბობს კობახიძე.
უცნობია, თქვა თუ არა შოლცმა ტერმინი, აგენტების კანონი, მაგრამ მან თქვა, “ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან”, – შესაბამისად, თუ ტერმინით არა, შოლცმა ამ კანონს აზრობრივად მაინც უწოდა აგენტების კანონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია