პრემიერი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა

როდესაც ამ ვითარებაში ამნისტიის კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამნისტიის კანონის მიღებას თვითონ ითხოვდნენ.
„ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა. მეორე მხრივ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად არის მხედველობაში მიღებული, რომ ქვეყანაში არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება. როდესაც ამ ვითარებაში კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს