პრემიერი – ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან – ეს არ ეხებათ მათ, ვინც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან – ეს განმარტება მივეცით გენერალურ მდივანს

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება განვუმარტეთ – ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან შეხვედრების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბერსეს ასევე განუმარტა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მიტინგებმა მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
„ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები. განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება. განვუმარტეთ ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც. ასევე, განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე. შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული. ეს არის განმარტება, რომელიც გენერალურ მდივანს მივეცით ამ საკითხზე. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთი დაახლოებით 30 პატიმარია. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს. რაც შეეხება გამოძიებას – როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით წარიმართება გამოძიებები. ამაზეც მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“