პრემიერის ხელმძღვანელობით დღეს, სხდომა გაიმართება, სადაც განვიხილავთ 9 პუნქტის შესრულების გეგმას და მასთან დაკავშირებულ ვადებს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეკემბერში ქვეყანა სტატუსს ელოდება, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულების გეგმის პროექტი უკვე მზად არის და მმართველი გუნდი დღეს განიხილავს შესრულების გეგმას და მასთან დაკავშირებულ ვადებს.
“ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო. დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. გეგმის პროექტი და მონახაზი უკვე მზად არის, დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართება, სადაც ჩვენ განვიხილავთ ამ 9 პუნქტის შესრულების გეგმას, მასთან დაკავშირებულ ვადებს და კონკრეტულ დეტალებს, რომლის შესრულების შემდეგ, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე. სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითაც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას

თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი