პრემიერის შეცვლა მთავრობის გადადგომას იწვევს

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
„ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა პარლამენტმა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ე.ი. 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.
ცნობები ს შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა. ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახდა. ამავდროულად, შეიცვალა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” წესდება, რომელის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დასამტკიცებლად პოლიტიკურ საბჭოს — არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც