პრემიერის სკანდალური აღიარება – ის, რისთვისაც დავით ქაცარავას ხან ლანძღავდნენ და ხანაც სცემდნენ

საქართველოს პრემიერმა, მ, აღიარა, რომ მათი გუნდის მმართველობის პერიოდში, რუსეთმა, სწორედ, ამ ე.წ. მშვიდობის პერიოდში, ე.წ. საზღვარი გადმოწია, რასაც, წლებია არაერთი ადამიანი და ყველაზე ხმაურიან, დათო ქაცარავა ამტკიცებდა, თუმცა, ქაცარავას ამ განცხადებების გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტყუილია.
ირაკლი :
ჩორჩანა კიდევ, ძალიან მძიმე ამბავი, სადაც არავის შეუთანხმა, ჩადგა საგუშაგო, ამას მოყვა ესკალაცია, რუსებმა ჩადგეს სამჯერ მეტი საგუშაგო და საბოლოო ჯამში მოხდა იქ საზღვრის გადმოწევა. ერთი საინტერესო დეტალი აქ რა არის, ეს იყო რეალურად, თქვენ იცით, ყველაფერზეა ჩასაფრებული „ნაცმოძრაობის“ როგორც პარტიული რესურსი, ასევე მედია რესურსი, ასეთი რაღაც რომ ხდება, პირველი შენ უნდა იყო, ვინც გამოიყენებ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. არც ერთ მედია საშუალებას, ყველამ იცოდა ყველაფერი, არ გაუშუქებია ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის, ვინც დაავალა გახარიას ამ ქმედების ჩადენა, ზუსტად იგივე ადამიანები აკონტროლებენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნის მედია საშუალებებს. არ აწყობდათ გახარიასთვის ჩრდილის მიყენება და შესაბამისად, არცერთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიას ხმა არ ამოუღია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ შეგნებულად არ დააზიანეს გახარია იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული.
2022 წელს, ირაკლი კობახიძე აცხადებდა:
ჩვენი ხელისუფლებაა პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია და რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია.
ცნობისთვის, რუსეთს არ სჭირდებოდა და არ სჭირდება პროვოკაცია იმისათვის, რომ საქართველოს მიწა მიიტაცოს, ან საქართველოს მოქალაქეები გაიტაცოს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩორჩანა, ესაა სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული წნელისის მოსაზღვრედ. მასზე ქართული მხარის კონტროლი ვრცელდებოდა. ჩორჩანაში 2014 წლის აღწერით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონოდა ქართულ მხარეს იქ საგუშაგოს ჩადგმის უფლება. ისევე, როგორც, პირიქით, გაუგებარია, რატომ არ გააგრძელა ქართულმა მხარემ მის კონტროლირებად სხვა მიწებზეც საგუშაგოების აშენება.
გეტყვით იმასაც, რომ ჩორჩანაზე ათობით მასალაა გამოქვეყნებული “ალიაში”, ცხადია, არა იმ კუთხით, როგორც პრემიერი საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ