პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში

პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგდის ფორმატში.
„საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ ს დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა ს ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში