პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა

პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წევრებისა და
პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
„საგუშაგოსთან დაკავშირებით მე, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, ამის შესახებ შევიტყვე მხოლოდ და მხოლოდ მედიის საშუალებით“-აღნიშნავს კახიშვილი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ საგუშაგო მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესის დაცვის საკითხს ეხებოდა, ის ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
„არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისა და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. ოფიციალურად ჩემი მონაწილეობით არ ყოფილა. კონკრეტულად მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ ისაუბრეს თუ არა კერძოდ არ ვიცი. საგუშაგო ეხებოდა ფაქტობრივად ძალიან სენსიტიურ ადგილს. მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესების დაცვის საკითხს ეხებოდა. შესაბამისად, მე, მაგალითად, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას. მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში; შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება, კანონით, კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“-განაცხადა კახი კახიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული