პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელება.
„ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა, შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთებს და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი, აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლაგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, „დისკუსიას რა აზრი აქვს, როდესაც კანონი მიღებულია“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„აზრი ყოველთვის აქვს. თუ ეს აზრი გამიზნულია, რომ მოხდეს შეთანხმება ან გამოსავალი იქნეს მოძიებული, რატომ არ აქვს აზრი? პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული თანმხვედრი იდეები და წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს და დაველოდოთ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისზე მეტი განმარტება. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის, მათ შორის, პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არ არის მიუღებელი. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი მ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ პოლიტიკური სისტემა და კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ საერთაშორისო პოზიციები

აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვარამიამ ან რომელიმე მისმა მსგავსმა წვრილფეხა აგენტმა თავი ყულფში გაჰყოს და ხეზე ჩამოიკიდოს